ორიგინალური დარიჩინის პური

ორიგინალური დარიჩინის პური

მომზადების დრო: 150 წუთი

ულუფა: 10

ინგრედიენტები

შაქარი - 100 გ

გულსართი:

ვანილი

კვერცხი - 2

რძე - 180 გ

წყალი - 1/4 ჭიქა

კარაქი - 60 გ

შაქარი - 50 გ

სახამებელი - 2 ს.კ

საფუარი - 2 ჩ.კ

ფქვილი - 400 -450 გ

დარიჩინი - 2 ს.კ

დარბილებული კარაქი - 50 გ

მოსართავად

შაქრის პუდრი - 100 გ

წყალი

მომზადების წესები

შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, საფუარი. დაასხით თბილ რძეში ჩამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. შემდეგ შეაზილეთ კვერცხები და დანარჩენი ფქვილი. დადგით გასაფუებლად დაახლოებით 1 საათი. მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.

მოამზადეთ გულში წასასმელი დარიჩინის მასა:  შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი და  დარიჩინი.

გაფუებული ცომი გააბრტყელეთ და ზედაპირზე გადაუსვით დარბილებული კარაქი, შემდეგ კი მოაყარეთ დარიჩინიანი ნარევის 2/3. გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 1-1.5 სმ სისქის ნაჭრებად. შემდეგ ეს თითოეული ეს ნაჭერი გააბრტყელეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ დარჩენილი დარიჩინიანი ნარევი. ცომის გაბრტყელებული ნაჭრები ერთმანეთზე დაალაგეთ. შემდეგ კი გადაიტანეთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში.  თავზე გადააფარეთ და 20-30 2უთით ხელახლა ამოფუება აცალეთ. შემდეგ  გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლეობით 30-40 წუთი.

მინანქრისთვის შაქრის პუდრი გახსენით ცოტაოდენ წყალში (2-4 ს.კ) და მოასხით ზემოდან.