ნორვეგიულმა საკრუიზო გემმა პორტამდე მიაღწია

ნორვეგიულმა საკრუიზო გემმა პორტამდე მიაღწია

ნორვეგიული საკრუიზო გემი, რომელსაც ძრავასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, მოლდეს პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უამინდობის გამო ხომალდ „ვიკინგ სკაის“ ძრავები მწყობრიდან გამოვიდა და ჩაძირვა დაიწყო. ამ დროს ხომალდზე 1300-ზე მეტი მგზავრი იყო. ხომალდიდან ევაკუაციის დროს 20 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებდა.

მოგვიანებით, 4 ძრავიდან 3 ამუშავდა, შედეგად კი გემმა პორტამდე მისვლა შეძლო.