შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ის ცნობით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენი კანდიდატი, რამდენიც წელს არის, არასდროს ყოფილა. სიაში 40-მდე კანდიდატია. იმისთვის, რომ სია საზოგადოებისთვის წარედგინათ, 4 ხელი გახდა საჭირო, „რადგან მისი სიგრძე დაახლოებით 80 სანტიმეტრია“.
თითქმის 50-მდე კანდიდატს არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. კანდიდატების სია ფართოა: „დაწყებული მოქმედი პრეზიდენტით, კომიკოსი მსახიობი, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, დასრულებული ყოფილი მინისტრებითა და შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო კავშირების მეთაურებით“, - წერს გამოცემა.
სტატიის თანახმად, რამდენადაც დიდია სია, იმდენად ცოტა ადამიანს სჯერა ამ არჩევნების. უკრაინელების მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
"ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინელების მხოლოდ 9% ენდობა, რაც Gallup-ის ცნობით, სულაც არ არის მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი", - წერს გამოცემა.
უკრაინაში არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება. კომიკოსი მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ გამოკითხვას ლიდერობს.