პენტაგონმა სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიაში ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები 100 % გათავისუფლებულია.
ISIS-ის დამარცხებაზე იუწყება „სირიის დემოკრატიული ძალებიც“ , რომელიც მხარდაჭერილია კოალიციის მიერ, რომლის სათავეშიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლის მუსტაფა ბალი ტვიტერში წერს, რომ გათავისუფლებილია სობელი ბაღუზი, რომელიც ISIS-ის მებრძოლების ბოლო დასაყრდენი იყო სირიის ტერიტორიაზე.
„ბაღუზი გათავისუფლებულია, ISIS-ზე სამხედრო გამარჯვება მიღწეულია“- დაწერა ბალიმ, მან ე.წ ხალიფატის დასრულება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სირიის დემოკრატიული ძალები გააგრძელებს ბრძოლას და ISIS-ის მებრძოლების დევნას მანამ. ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება.