ვინ არის ადვოკატი, რომელსაც ციხიდან

ვინ არის ადვოკატი, რომელსაც ციხიდან "კანონიერი ქურდები" გამოჰყავს

„რეიტინგის“ რესპოდენტი ცნობილი ადვოკატი ლექსო კობაიძეა. ის არა ერთი გახმაურებული საქმის ადვოკატია და ხშირად ე.წ. „კანონიერი ქურდების“ უფლებებსაც იცავს.

ლექსო, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხარ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი, რომელიც არასდროს ერიდება იმ ფაქტს, რომ იყოს გახმაურებულ საქმეებში თუნდაც დამნაშავის უფლება დამცველი. გაგვიზიარე ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება, როგორც ადვოკატის?

- ყოველთვის მამოძრავებს ის ჟინი და ის „ჟილკა“, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩემშია და ჩემთვის არ არსებობს ოთხი კედელი და არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მე ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი და არსებობს გზები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმე, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ვცდილობ, რომ ვიპოვო გამოსავალი, ანუ ყოველთვის ვარ მონდომებული საქმის მიმართ, ვიხარჯები ასი პროცენტით და ვცდილობ, რომ სასურველ შედეგზე გავიდე.

ფიქრობ, რომ გახმაურებული და სკანდალური საქმეები დაგებედა?

- იცი რა არის? ალბათ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, თვითონ ხან მე მივდივარ გახმაურებულ საქმეებზე და ხან თვითონ მოდიან, გინდა არ გინდა, როდესაც ესეთ საკითხებზე მიწევს რაღაც კომენტარების გაკეთება, ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ხალხს აქვს იმის იმედი, რომ მე, ესე ვთქვათ, ბოლომდე გავიტან და გავაკეთებ იმ გასაკეთებელს,  რომელიც შეიძლება სხვამ ვერ გააკეთოს და ამიტომ ისინი ცდილობენ, ვინც ჩემთან მოდის, რომ ჩემი იმედით, თავისი საქმე გაიკეთონ და სამართლიანობა იპოვონ.

ყველაზე მნიშვნლოვანი საქმერომელიც აგიღია და გახსოვს, რომელია?

- მნიშვნელოვანი საქმე ბევრი მქონია, ისეთი გახმაურებულიც, ეხლა დეტალებში არ მინდა შევიდე. თუნდაც სმიტების საქმე, მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა როომ არ არის გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, ერთ-ორ თვეში უკვე გვეცოდინება პასუხი.

კანონიერი ქურდებითუ დაგიცავთ?

- კი, დამიცავს „კანონიერი ქურდები“, ციხიდან გამომიყვანია ისინი და, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ძალიან საინტერესო ხალხი არიან. ვგულისხმობ, როგორც ადამიანებს, არ არიან „ბუები“, როგორც საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ „ბუები“ არიან, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ მოვუწოდებ,  რომ იყვნენ ამ იდეოლოგიის მიმდევრები.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი კატეგორიის ადამიანს იცავ და ყველას ადვოკატი ხარ?

- კი, ხშირ შემთხვევაში, მიწევს ხოლმე დაზარალებული ადამიანის ადვოკატი ვიყო. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დაზარალებული.

იცი, რა მაინტერესებს, ისეთი საქმე თუ გქონიარომლის მოგების შანსი არ არსებობდა და რაღაც სასწაულის მეშვეობით პროცესი მოგიგია?

- კი, რა თქმა უნდა, ყოფილა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ადრენალინია, ყველა „კაიფს“ მირჩევნია.

ბევრი პროფესია გაქვს ერთად, ბევრი პროფესიის ადამიანი ხარ, ადვოკატი საიდნაც საზოგადოებამ გაგიცნო, წახვედი პოლიტიკაში, მიგყავს გადაცემა, ჟურნალისტობ თან, არ იღლები? როგორ უთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთს და რატომ გადაწყვიტე, რომ იყო მრავალფეროვანი?

- ძირითადად ორი პროფესია მაქვს - ეს არის სამართალმცოდნეობა და ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ორი სპეციალობა მაქვს, ხოლო საქმიანობა, როგორც შენ აღნიშნე, ბევრი მაქვს და ეს საქმიანობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ვცდილობ, ვიყო ძალიან აქტიური, ეს აქტიური ცხოვრება ჩემი დღის წესრიგია მე რომ ესე არ ვცხოვრობდე, ალბათ სხვანარად ვერ ვიცხოვრებდი, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან წყნარად და მშვიდად ცხოვრება ხიბლავთ. რაც შემეხება მე, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ხიბლავს აქტიურობა და საზოგადოებაში ჩართულობა.

თუ გქონია კი არა, აუცილებლად გექნებოდათ კურიოზული სასამართლო პროცესი...

- კი, კურიოზული სასამართლო პროცესები არის ხოლმე ჩვენთან, მაგალითად ეხლა მქონდა ერთი სასამართლო პროცესი ესეთი სიტუაცია იყო: ადამიანმა მაღაზიიდან მოიპარა სუნამო და ამ სუნამოს გამო დაიჭირეს. ადამიანი ამტკიცებდა სუნამო იმიტომ მოვიპარე, რომ შეყვარებულისთვის მეჩუქებინაო. ნუ, რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ დაუჯერა.

იქნებ მართლა შეყვარებულისთვის უნდოდა?

- შეიძლება უნდოდა,  მაგრამ მოსამართლემ არ დაიჯერა..

თქვენ ვის იცავდით ამ ბიჭს თუ?

- კი ამ ბიჭს ვიცავდი, ახლა ზის ეს ბიჭი, თუმცა, შეიძლება, მართლა შეყვარებულისთვის უნდოდა ეს სუნამო.

რომელმა კომპანიამ უჩივლა?

- „ისი-პარიმ“, როგორც მახსოვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მახსოვს, რომ „ისი-პარია“.

ლექსო, ბოლო გახმაურებული შენი ახალი ინოვაცია და იდეა არის, როგორც საზოგადოებაში ამბობენ და ვერ გაიგეს, შექმნა ახალისამღვდელოებაო“. რას ნიშნავს შენი ახალისამღვდელოება". რა გააკეთე ამით?

- იცი, რა არის, როდესაც პრაქტიკოსი ხარ, ყოველთვის ცდილობ გამოსავლის ძებნას. ვცდილობ,  ვიფიქრო და ვიპოვო, რა თქმა უნდა,  გზები. ყოველთვის, როდესაც მაქვს პატიმართან კომუნიკაცია,  სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ გარესამყაროსთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ. მე მომიწია სხვადასხვა ნორმატიულ აქტებთან შეხება კონსტიტუციასთან, საკანონმდებლო დონეზე ბრძანების დონეზე და დავასკვენი, რომ არსებობს მეთოდი, როდესაც სასულიერო პირებს ეძლევათ საშუალება უპრობლემოდ შევიდნენ ციხეში.

ამიტომ გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის შექმნა, მღვდელის სტატუსი მიენიჭოს პატიმრების ახლობლებს და თავისუფლად მოინახულონ საპყრობილეში მყოფი ახლობლები.

ამით პატიმრებს მივცემთ საშუალებას, აქტიურად ჰქონდეთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

აქ რელიგია არაფერ შუაშია. ხშირად ცდილობენ, რომ ჩვენი გაკეთებული იდეა დაუკავშირონ რელიგიას, თითქოს ვეწინააღმდეგებით მას. ამ დროს რელიგიას საერთოდ არ ვეხებით, პირიქით ნებისმიერი შეიძლება ეს იყოს მუსლიმი, შეიძლება იყოს ქრისტიანი და სხვა აღმსარებლობის და სარწმუნოების მქონე მოვიდეს ჩვენთან და გვთხოვოს პატიმრის ნახვა, ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას,  რომ მოინახულოს პატიმარი. აქ ცუდი რა არის? მეტი სამართლებრივი სიკეთე არის თუ არა?

ანუ თქვენ ამარტივებთ პატიმარსა და მის ოჯახის წევრს შორის ურთიერთობას?

- რასაც საკანონმდებლო დონეზე ნორმატული აქტები გვაძლევს, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? არის ამის შესაძლებლობა, რომ დავუშვათ თქვენ რომ მოგინდეთ შესვლა პატიმართან, ვერ შეხვალთ, მაგრამ მე რომ მომმართავ, მე შეგიყვან, მოგცემ მაგის საშუალებას, რომ შეხვიდე ამ ორგანიზაციის მეშვეობით. მერე ეს მანდატი თუ საბუთი დახიე გადააგდე, არ აქვს მნიშვნელობა.

იდეა, რომელიც შენ შექმენი, „სამღვდელოება“, რადგან აქედან დავიწყე საუბარი, თუნდაც ციხის უფროსი, ადმინსტრაცია, რა თქმა უნდა, მათთან გექნებოდა შეხება, შეხვედრა - როგორ დაეთანხმნენ ამ შენს იდეას, როგორ შეხვდნენ?

- რა არის იცი? როგორც წესი, არავის არ უნდა ხოლმე აუტკივარი თავის ატკივება. ეხლა მე, ნუ ფაქტია, რომ დისკომფორტს ვუქმნი ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ადრე თუ სასურველი სტატუსის ერთი პირი შედიოდა, ახლა შევა ათი, ასი და შეიძლება ათასიც შევიდეს, ამიტომ მერე გინდა არ გინდა პენიტენციალურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მათი ადამიანური მიღება ციხეებში და პატიმრების მონახულება. ამ ადამიანებმა რომ მოინახულონ, მათ მოუწევთ გარკვეული დისკომფორტის განცდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უფრო გააჯანსაღებს იმ სისტემას, რაც თუნდაც ახლა ჩვენს ქვეყანაში არის და ისევ და ისევ ხელს შეუწყობს პატიმრების უფლებებისთვის ზრუნვას, ანუ მე დავეხმარები ამ ჩვენი იდეით, რომ პატიმრების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ჩვენმა ქვეყანამ მეტად დაუთმოს დრო ამ კუთხით მუშაოაბას.

ბოლოს, ისევ გკითხავ სმიტების საქმესთან დაკავშირებით - ყველაზე გახმაურებული საქმეა. საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ საქმემ და შენ ადრე, როგორც მახსოვს, თქვი, რომ შეიძლება სმიტების ოჯახის დაკითხვაზე წავიდე შეერთებულ შტატებშიო, რა მდგომარეობაა ახლა, თუ რამე შეიცვალა, თუ შეიძლება, რომ გვითხრა ექსკლუზიურად?

- სიახლე არის ის, რომ დაახლოებით აპრილში უკვე ჩვენ უნდა წავიდეთ წესით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნდა მოვახდინოთ მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდიან, რა ინფორმაციაც ამ ეტაპზე არ მიუღია, არც პროკურატურის მხარეს, არც ჩვენ დაცვის მხარეს არ მიგვიღია და ახლა ჩვენ ამით შევძლებთ, რომ კომუნიკაცია დავამყაროთ.

არ ვიცი ეხლა რამდენად სწორია ეს კითხვა და რამდენად გულწრფელად გამცემ პასუხსმაგრამ როგორ ფიქრობ, როგორც კობაურის ადვოკატი, დამნაშავეა თუ უდანაშაულოა ბიჭი, რომელიც ოთხკედელშუაა გამომწყვდეული?

- ჩემი შეფასებით, უდანაშაულოა და ახლა უკვე ამას გადაწყვეტს ის თორმეტი ნაფიცი მსაჯული, რომელიც ჩვენ უნდა შევარჩიოთ და რომლიც უკვე თითქმის შერჩეული გვყავს. სამი სათადარიგო დაგვრჩა და მაგასაც უმოკლეს დროში უკვე შევარჩევთ. ესაა ჩემი შეფასება.

კობაური ფულს გიხდით თუ არა?

- კობაურმა ელემენტალური ხარჯები გადაიხადა.