ოპერატორები, რომლებიც ევერესტზე ექსპედიციებს ხელმძღვანელობენ ეჭვობენ, რომ მყინვარის დნობასთან ერთად სულ უფრო მეტ გარდაცვლილ ადამიანს მიაგნებენ. ამის შესახებ BBC წერს.
დაახლოებით 300 მთამსვლელი დაიღუპა მყინვარის მწვერვალზე ასვლის პირველი მცდელობიდან დღემდე. არავინ გამორიცხავს, რომ ნახევარზე მეტი კვლავ თოვლსა და ყინულში იყოს დამარხული.
მთამსვლელთათვის გაზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ჩინურმა მხარემ ჩრდილოეთით, მწვერვალი გვამებისგან გაათავისუფლა.
ირკვევა, რომ დედამიწაზე ყველაზე მაღალი მწვერვალი 4,800-ზე მეტ ალპინისტს აქვს დალაშქრული.