"ძალიან რომ მიჭირდა, ტაძრიდან 2 ბოთლი ზეთი და 10 ლარი გამომატანეთ“

ნარიყალას მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი თევდორაშვილი სოციალურ ქსელში მომხმარებელს უამბობს ისტორიას, თუ როგორ გადაუხადა მრევლმა მადლობა წლების წინ გაცემული სიკეთის გამო.

მისი პოსტიდან ირკვევა, რომ გიორგი თევდორაშვილს დახვდა 100-ლარიანი და ფურცელი წარწერით - "ერთხელ ძალიან, რომ მიჭირდა თქვენ ტაძრიდან 2 ბოთლი ზეთი და 10 ლარი გამომატანეთ.. ეს იმასთან არაფერია, თუ დამიჯერებთ. ქრისტე არს ჩვენ შორის" - წერს ადამიანი რომლის ვინაობა უცნობია.