“მორჩა… უკან გაიკეთეთ თქვენი პოლიტკორექტულობა და გაპრავებები! – უკიდეგანი არაკაცი ხარ!”

“მორჩა… უკან გაიკეთეთ თქვენი პოლიტკორექტულობა და გაპრავებები! – უკიდეგანი არაკაცი ხარ!”

აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ადამიანი, ვინც გვაკრიტიკებდა, გახდა ჩვენი გუნდის წევრი, ეს არის დასტური, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და შეცდომების გულწრფელი გაანალიზება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ ამომრჩეველს და სხვა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შალვა შავგულიძეს, რომელიც „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატად დასახელდა შუალედურ არჩევნებზე.

„შეიქმნა ეს ბლოკი, გვყავს საუკეთესო კანდიდატი მთაწმინდის ოლქში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და მოქალაქეს, მხარი დაუჭირონ შალვა შავგულიძეს. პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის ის ჩავარდნები, რომლებიც გვქონდა, როცა ხელისუფლებაში ვიყავით, მაგალითად გირგვლიანის ტრაგედია და არა ის, რომ ადამიანი, ვინც სამართლებრივად გვაკრიტიკებდა, დღეს არის ჩვენთან ერთად. პირიქით, ეს და არამარტო ეს, არის იმ გუნდის, რომლის ნაწილიც წლების განმავლობაში ვიყავი. ვინმესკენ კი არ ვიშვერ ხელს, საკუთარ თავზე ვგულისხმობ. ეს არის ის ჩავარდნა, რომელიც ჩვენ მყარად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ გვჭირდება ეფექტური ხელისუფლება, მკაცრად გაკონტროლებული და გაცნობიერებული, რათა არასოდეს მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ადამიანი, ვინც ბუნებრივად გვაკრიტიკებდა, გახდა ჩვენი გუნდის წევრი. პირიქით, ეს არის დასტური, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და შეცდომების გულწრფელი გაანალიზება“, – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” წევრის და შალვა შავგულიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას  “აუდიტორია 115“ -ის ყოფილი წევრი, ირაკლი კუპრაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ზუსტად ამას ვამბობ.

ეს კაცი და თავისი პარტია დღემდე ჩავარდნას ეძახის გირგვლიანის მკვლელობას, შემდეგ მკვლელების გამოშვებას და ზეწოლას დაზარალებულის ოჯახზე.

შალვა შავგულიძე, ასეთი გამოცდილებით ირინა ენუქიძის თანამებრძოლი და ადვოკატი როცა ხარ და ამ ჯგუფს რომ გაუწვები, უკიდეგანი არაკაცი ხარ!

მორჩა, ამაზე დიდი თეორიები, უკან გაიკეთეთ თქვენი პოლიტკორექტულობა და გაპრავებები!”, – წერს ირაკლი კუპრაძე.

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” ერთიანდებიან. როგორც პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეიქმნება საარჩევნო ბლოკი, რომლითაც ორი პარტია წარდგება შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.

გაერთიანების სახელით მთაწმინდის ოლქში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის.’

შავგულიძის თქმით, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, ის არ გრძნობს უხერხულობას „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ასევე ამით არ უხვევს თავის ღირებულებებს.