“ვისაც გეშინიათ, ჭამის წინ 50 გრ. გადაჰკარით”

“ვისაც გეშინიათ, ჭამის წინ 50 გრ. გადაჰკარით”

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე დიეტის შესახებ გამოქვეყნებულმა “ფეისბუქ” – პოსტებმა შეაწუხა და ამასთან დაკავშირებით, მან საზოგადოებას გახდომის საკუთარი მეთოდი შესთავაზა:

“ხომ ხედავთ, რომ დაგანევროზათ ამ დიეტებმა, ვისაც გასუქების გეშინიათ, ჭამის წინ 50გრ. გადაჰკარით და შიშის გრძნობა გაგიქრებათ, სულ კარგ ხასიათზე იქნებით და ტვინსაც არ შეჭამთ ამ დიეტებზე პოსტების დადებით. ჰო, და კიდევ ის, რომ გაითვალისწინეთ, სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, დიეტებზე დროის დახარჯვად არ ღირს, ნურც ნაოჭებს გამოეკიდებით და დრო გამოშვებით პირადობებსაც ჩახედეთ ხოლმე”, – წერს გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.