,,კომპეტენტური ხალხი დასვით სერჩზე tv პირველო… ”

,,კომპეტენტური ხალხი დასვით სერჩზე tv პირველო… ”

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის მიერ პირდაპირ ეთერზე უარის თქმის მიზეზად პროტოკოლის დასახელებას გამოეხმაურა.

,, Tv პირველზე, იმის დასადასტურებლად რომ პრეზიდენტები დადიან ტელესტუდიებში, აჩვენეს ტრამპის სტუმრობა ენბისის ნაით შოუში ფელონთან და ბუშის სტუმრობა ელენის შოუში. არ განვიხილავ ჩვენი პრეზიდენტის თეზას, რომ მისი რანგის ხალხი არ დადის სტუდიებში. ეს სხვა თემაა. უბრალოდ ვიტყვი, რომ ფელონთან ტრამპი მაშინ სტუმრობდა როცა პრეზიდენტი ჯერ არ იყო.. ხოლო ელენთან ბუში იყო სტუმრად ორი წლის წინ. ანუ აღნიშნული სტუმრობებისას არც ერთი პრეზიდენტი არ იყო პოსტზე. კომპეტენტური ხალხი დასვით სერჩზე tv პირველო. P.s. ახლა არ მცალია და პირველის მიერ მოყვანილ დანარჩენ მაგალითებს მოგვიანებით ჩავაანალიზებ ? pps კლინტონიც რო აჩვენეთ ელენთან ეგეც აღარ იყო პრეზიდენტი  ppps.ახლა ვნახე რო ობამაც ჩაუჩრია პირველს. აი ის ვიდეო, ფელონის შოუში რომ გამოჩნდა. მაშინ ბარაქი იყო მოქმედი პრეზიდენტი. მაგრამ 1. ფელონის ეს შოუ თეტრში ჩაიწერა. 2. ობამა უბრალოდ კი არ სტუმრობს, არამედ კომედიურ წინასწარ დაწერილ ტექსტს ამბობს ფელონის ამ რუბრიკაში. პრინციპში ესეც არარელევანტური არგუმენტია tv პირველისა, რადგან სალომე სერიოზულ ინტერვიუებს გულისხმობდა. მაგრამ ჯანდაბას … ამას ჩაგითვლით  

უ ც ხ ო *შალვა, ძალიან საჭირო საქმეს აკეთებ ამ ე.წ. ჟურნალისტების უზნეო ცილისწამებებისა და ცრუპენტელობის მხილებით.
სამწუხაროა, რომ ამას იგივე მაყურებელი ვერ ხედავს, ვინც მათი ტყუილები მოისმინა და დაიჯერა...
აუცილებლად უნდა შეიქმნას რაღაც საკონონმდებლო ნორმა, რომელიც აიძულებს სიცრუის მიზანდასახულად გამავრცელებელ არხებს, დაუთმონ ეთერი მათი სიცრუის მამხილებელ მასალებს.
სიტყვის თავისუფლება ოდესმე უნდა გაიმიჯნოს სიცრუის ტირაჟირების თავისუფლებისაგან!
5 წლის უკან