“სად არის ვანო, გამოვიდა ვანო? – ნუ ატყუებთ პატიმარს… ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია…”

“სად არის ვანო, გამოვიდა ვანო? – ნუ ატყუებთ პატიმარს… ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია…”

აუხსენით ვანო მერაბიშვილს, რომ არ ხართ მის წინაშე პირნათელი, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

წულუკიანის განცხადებით, ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილს ატყუებდა, რომ იცავს, გიგა ბოკერია კი, ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილი იულია ტიმოშენკო იყო და სტრასბურგის სასამართლო მას გაათავისუფლებდა.

მისი თქმით, პატიმრის მოტყუება არ არის გამართლებული საქციელი, არც ადამიანურად და არც მორალურად.

“ოთარ კახიძე გამობრძანდა და ამბობს, რომ თურმე შეიძლება, ვგრძნობდე ზურაბ ადეიშვილის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით „მოცოცხა“ ქვეყნიდან. ცოცხი არის თქვენი სიმბოლო და მოცოცხა. რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანო მერაბიშვილს სულელს, რადგან ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა, როგორც იტყვიან? აბა, აუხსენით მატროსოვის ციხეზე, კვირა ერთია და, რომ დადიხართ ვიზიტზე, იარეთ, პატიმრისთვის ყველა ვიზიტი მნიშვნელოვანია, პირიქით მივესალმებით, მაგრამ ამ კაცს აუხსენით, რომ არ ხართ თქვენ მის წინაშე პირნათელი.

ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია, ქალბატონო თინა. მისი მოტყუება არ არის კაცური, ადამიანური და მორალური საქციელი.

ბატონი ოთარი (კახიძე) ვანოს ატყუებდა, გიცავო. ბატონი გიგა, კვირიკაშვილის მთავრობას რომ ამტკიცებდნენ, ქანდარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში, მეუბნებოდა, ვანო იულია ტიმოშენკოაო და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავა წააგეო. ბატონ გიგას ვეუბნებოდი, ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი- მეთქი. სად არის ვანო, გამოვიდა ვანო? თუ გამოვიდა და გამომეპარა. ნუ ატყუებ პატიმრებს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამასობაში ბატონი ოთარი ვანოს დაცვაში ითხოვდა ფულს. ვერც ის გაიგო, პოლიტიკოსია, ადვოკატია, ნაცია, ევრონაცია, ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგეში ითხოვდა ფულს ხაზინიდან. ამ ნაწილში რო დავამარცხე, ამას რატომ არ მითვლის წარმატებად. იმიტომ, რომ ეს მისი მარცხია, ” – განაცხადა თეა წულუკიანმა.