“მითხარით ჩემმა ლიდერმა უხამსობები თქვა და მე დაგიცავთო, დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი! ვითხოვ დამიცვათ!.

“მითხარით ჩემმა ლიდერმა უხამსობები თქვა და მე დაგიცავთო, დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი! ვითხოვ დამიცვათ!.

ვითხოვ, რომ თქვენ მე დამიცავთ მომავალში, როცა სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას.

თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა თინა ბოკუჩავასთვის ხელის ჩამორთმევა და აღნიშნა, მან და თინა ბოკუჩავამ კულუარებში ისაუბრეს და ერთგვარად შეთანხმდნენ კიდეც. მინისტრის განმარტებით, შეთანხმების მიხედვით, თუ ის განცხადებას გამოასწორებდა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მასზე გენედერული ნიშნით უარყოფით კომენტარს გააკეთებს, ბოკუჩავა მას დაიცავს.

იუსტიციის მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატისგან მომავალში პირობის შესრულებას ითხოვს.

„ქალბატონო თინა, დიახ, ჩვენ ხელი ჩამოვართვით ცოტა ხნის წინ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ გავასაჯაროებდით, რაზეც ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი. კერძოდ, იმაზე, რომ მე ვთქვი, თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული. თქვენ მითხარით, თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მერე მე თქვენ დაგიცავთო და ვასაჯაროებ რაზე ვილაპარაკეთო, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს. მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები გუშინ იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი და განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას, მაგრამ ამის სანაცვლოდ დამპირდით, რომ როდესაც თქვენი ლიდერი გენდერული ნიშნით დაგესხმება თავს, დაგიცავთო. მითხარით, ჩემმა ლიდერმა უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშით ანეკდოტები მოყვა. თქვით, რომ ჩემი ლიდერი, როცა თავს დაგესხმებათ, მე დაგიცავთო. ახლა მე ვითხოვ, რომ მე დამიცავთ მომავალში, როცა სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა თინა ბოკუჩავას მისამართით.