ექსკლუზივი: რა მიზეზით დაინგრა გურამ შეროზიას და ხატია ჯოხარიძის ოჯახი

ექსკლუზივი: რა მიზეზით დაინგრა გურამ შეროზიას და ხატია ჯოხარიძის ოჯახი

ბლოგერი გურამ შეროზია ბლოგების და აქტიურობის გამო მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია.

ახალგაზრდა ბლოგერმა, ორი წლის წინ, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და დაქორწინდა. მისი მეუღლე ხატია ჩოხარიძე გახლდათ.

დაქორწინებამდე ხატია და გურამი ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს - შეყვარებულები იყვნენ.

გურამმა და ხატიამ დაქორწინება ვიწრო წრეში აღნიშნეს.

შეროზიასთვის ეს პირველი ქორწინება იყო, ხატიასთვის - მეორე. შეროზიას ცოლს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 9 წლის ვაჟი ცოტნე, რომელსაც გურამთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

შეროზია და მისი მეუღლე დაქორწინების პირველ თვეებში სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდნენ ერთობლივ პოსტებს, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვერც ხატიას და ვერც გურამის პირად გვერდზე ერთობლივ პოსტებს და ფოტოებს ვეღარ იპოვით.

შეროზია მეუღლის გარეშე დადის სამოგზაუროდ და დასასვენებლად, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

გასული წლის ივლისში ისინი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ.

"რეიტინგი" დაინტერესდა, დაშორდა თუ არა წყვილი ერთმანეთს. ჩვენი წყაროს ცნობით, ისინი ერთმანეთს სამი თვის წინ დაშორდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ხალხი გახდა.

"გურამის და ხატიას ურთიერთობაში აქტიურად ერეოდნენ მათი ახლობლები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოჯახი დაენგრათ, სწორედ ეს ადამიანები გახდნენ. ისინი უკვე სამი თვეა, ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა, გურამს დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს ხატიას ვაჟთან ცოტნესთან", - განაცხადა ჩვენთან საუბარში მათთან დაახლოებულმა პირმა.

ჩვენ გურამ შეროზიას დავუკავშირდით, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

დაშორდა თუ არა წყვილი, ამის გარკვევას სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ცდილობენ და გურამს ხშირად ეკითხებიან სოციალურ ქსელში, მაგრამ ის მათ შეკითხვებს ორაზროვნად პასუხობს.