წითელ ხიდზე, სადახლოსა და სარფში  არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე, სადახლოსა და სარფში  არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17-20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 4 ცალი სიგარეტის მოსაწევის აპარატი (IQOშ) აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

სოციალისტი ვაა..., მართლა?!
5 წლის უკან