“მე თქვენთვის კულიჩის რეცეპტი არ მითხოვია”

“მე თქვენთვის კულიჩის რეცეპტი არ მითხოვია”

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა და გიგა ბოკერიას დანაპირები გაიხსენა.

“ბატონო გიგა მოგესალმებით, მომიტანეთ რეცეპტი თუ როგორ უნდა შემოვატრიალო თქვენს მიერ 2011 წელს წაგებული დავა? არ მომიტანეთ. არადა მე კულიჩის რეცეპტს არ გთხოვდით. გთხოვდით რუსეთთან ბრძოლის ეფექტურ რეცეპტს, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ.” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა