ასტანაში დედაქალაქისთვის ნურსულთანის დარქმევას აპროტესტებენ

ასტანაში დედაქალაქისთვის ნურსულთანის დარქმევას აპროტესტებენ

ყაზახეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ ნურსულთანი დაარქვეს.

შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა. მან თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი კი კასიმ ჯომარ ტოკაევმა დაიკავა.