,,… ,,ევროპულ საქართველოსთან” ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს ”

,,… ,,ევროპულ საქართველოსთან” ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს ”

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ,,ევროპულ საქართველოსთან” საარჩევნო ბლოკში გაერთიიანებასთან დაკავშირებით საუბრობს.

„უხერხულობას ნამდვილად არ ვგრძნობ და, პირიქით. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც დააშავეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მათ აბარებს სასამართლო ხელისუფლებას დღეს „ქართული ოცნება“. ხოლო „ევროპულ საქართველოში“ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აღიარებენ, რომ მაშინ ცუდი იყო, რომ მათ მიერ იმართებოდა სასამართლო ხელისუფლება და დღესაც ცუდია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ იმართება იგივე მოსამართლეები და სასამართლო ხელისუფლება. ასე რომ, სწორედ ღირებულებითი თანხვედრაა და ჩვენ ამით და პირადად მე, ოდნავ არ ვუხვევ ჩემს ღირებულებებს“, – განაცხადა შავგულძემ.

შავგულიძის თქმით, მართვადი სასამართლო ყველა ხელისუფლების პირობებში მიუღებელია.

„ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ. დღეს თუ გვაქვს ისეთი უმთავრესი ღირებულებითი ერთობა, როგორც არის დასავლური ორიენტაცია, რომლის გარეშე ორივე პოლიტიკური ძალა ქვეყნის მომავალს ვერ ხედავს, ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა და კიდევ სხვა კონკრეტული საკითხები, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევძლოთ ძალისხმევის გაერთიანება და მომავლისკენ გახედვა“, – განაცხადა შავგულიძემ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

 

სოციალისტი ამ რამდენიმე წლის წინად როგორ უცბათ გაგშიფრათ ბიძინამ?! თქვენ თანხვედრა კი არ გაქვთ ორივე ერთი წყვილის ცალ ცალი კალოში ხართ! დაიმახსოვრე, კალოში პიანინოზეც რომ შემოდო მაინც კალოში იქნება! (ძველი ანეგდოტიდან) )))
6 წლის უკან