,,სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა… ეს 300 დოლარიანი პიარია”

,,სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა… ეს 300 დოლარიანი პიარია”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილამა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან განაცხადა, რომ პირველ აპრილს უკრაინაში ჩავა და ელექტრონული ბილეთი წარმოადგინა:

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა:

„1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.