რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო მანქანები ჩაიტანა

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო მანქანები ჩაიტანა

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უახლესი სამხედრო მანქანები ჩაიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზაზე 10 უახლესი ჯავშანმანქანა „ტიგრ-ემი“ ჩაიტანეს.

რუსი მაღალჩინოსნების თქმით, აღნიშნული ტექნიკა მთიან რეგიონებსა და ზღვის სანაპიროზე სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო.