"მედიის განვითარების ფონდის" კვლევა გაურკვევლობასთან ერთად უცნაურობას აჩენს"

"მედიის განვითარების ფონდის" კვლევა გაურკვევლობასთან ერთად უცნაურობას აჩენს" - აცხადებს ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, კვლევის თამახმად,  თითქოსდა გაძლიერებულია ანტიდასავლური პროპაგანდა მასმედიაში. ერთის მხრივ შუქდება ინფორმაცია, ფაქტები, რომლის დამალვა არ შეიძლება, მეორეს მხრივ ადამიანებს აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი აზრი (მათ შორის კრიტიკულიც!) დასავლეთის  თუ რუსეთის მიმართ, მესამე - სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მისისწრაფვა ევროანტლანტიკური მიმართულებით.

„რა გამოდის -სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ვერ ხვდებიან რომ ანტიდასავლური პროპაგანდა „გაძლიერებულია", მიუხედავად ამისა გვიწონებენ ჩვენ და აღნიშნავენ დადებითნაბიჯებს, ატარებენ ერთობლივ სწავლებებს ნატოს ეგიდით და ამას აკეთებენ ისე რომ ვერაფერს ხვდებიან ? ხომ არ არის მცდელობა პირიქით, ამ მიმართულების ხელის შეშლისა? - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.