ჩუღურეთის რაიონში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამ მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს: ✅ წინამძღვრიშვილის N 73/22 ✅ მარჯანიშვილის N 4 ✅ ტოვსტონოგოვის N 11 სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “დგარი“ ასრულებს, პროექტის ღირებულება კი 55 351 ლარია.