"გეგა კობახიძესთან ერთად ვიჯექი საკანში, მარხულობდა და ხორცს მე მჩუქნიდა" - ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი მისის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის ისტორიას იხსენებს:

"გეგა კობახიძესთან ერთად ციხეში ვიჯექი ორი თვე. ძალიან სწრაფად დავმეგობრდით. მე ლათინურს ვასწავლიდი, ის მსახიობის ხელოვნებას. ძალიან, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმიტომ, რომ ორი თვე ძალიან ბევრია ისეთ პატარა სივრცისთვის, როგორშიც ვცხოვრობდით. გეგა მარხულობდა, იმათ არ ეუბნებოდა და ხორცს მე მჩუქნიდა. როცა მიხვდნენ, რომ ახლოს ვიყავით გეგა სხვა საკანში გადაიყვანეს. მას ჰქონდა სხვა განაჩენის იმედი, მით უფრო, რომ იმ პერიოდში გარდაიცვალა ანდროპოვი, მაგრამ იმედები არ გამართლდა".