ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო”

ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო”

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და პრეზიდენტს შორის კამათი, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის ფორმატს ეხებოდა, საზოგადოების განხილვის საგნად იქცა და ბევრი კრიტიკოსიც გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თანდართული ვიდეოთი, რომელშიც ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც სატელევიზიო სტუდიებს სტუმრობენ.

“ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო,, გარეთ 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი..რის პროტოკოლი, რა შეზღუდვები, რის შეზღუდვები, კარგით რა. თავისუფალი ადამიანი ვარო, ამბობს თავად პრეზიდენტი და იზღუდავს თუ არა ამ თავისუფლებას რაღაც გაუგებარი პროტოკოლური აკვიატებებით, ამაზე რომ ჟურნალისტი შეეკამათება, ეგეც თავისუფლებაა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი ინტერვიუთი, განსაკუთრებით იმით, ასეთი რეზონანსული რომ გამოვიდა”– წერს ინგა გრიგოლია.

სოციალისტი ფსიხოპატკა
5 წლის უკან