გია აბაშიძე:  საზმაუს ხელმძღვანელობის დროს არ იყო,  სხეფერის განცხადება უხეშად დაამახინჯა 7 ნოემბრის დარბევების შესახებ?

გია აბაშიძე:  საზმაუს ხელმძღვანელობის დროს არ იყო,  სხეფერის განცხადება უხეშად დაამახინჯა 7 ნოემბრის დარბევების შესახებ?

რა პარადოქსულ, ოქსიმორონულ რეალობაში გვიწევს ყოფნა - "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] "კვლევა" აცხადებს, რომ საზმაუს ანალიტიკური გადაცემა „42 პარალელი“ „დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით“ გამოირჩევა.

მოკლე და შერჩევითი მეხსიერება იქეთ იყოს. ამ MDF-ის უფროსის, თამარ კინწურაშვილის, საზმაუს ხელმძღვანელობის დროს არ იყო, რომ "მოამბემ", ნაცმოს მაშინდელმა რუპორმა, ნატოს გენმდივნის სხეფერის განცხადებაც კი უხეშად დაამახინჯა 2007 წ. 7 ნოემბრის დარბევების შესახებ?.. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ მრავალსტანდარტიანების "ბიოგრაფიებიდან"?..

და საშინაო მოხმარების ყალბი ამბების გადაჭარბებულ ტირაჟირებას რომ არ იმჩნევენ, ეგ როგორაა "აბორიგენ" ე.წ. "ფაქტჩეკერებში"?.. - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში