უნდა დადიოდეს თუ არა პრეზიდენტი ინტერვიუზე ტელესტუდიაში?

უნდა დადიოდეს თუ არა პრეზიდენტი ინტერვიუზე ტელესტუდიაში?

“პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფოს სიმბოლო და მისი ინტერვიუს ფონზე აუცილებლად უნდა ჩანდეს სახელმწიფო დროშა და პრეზიდენტის შტანდარტი. სტუდიაში შეიძლება დაახვედრონ სახელმწიფო დროშა, მაგრამ პრეზიდენტის შტანდარტს თან ვერ ატარებს. ამიტომ, უპრიანია, პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერა მის სამუშაო სივრცეში ან პირდაპირი ეთერი სწორედ ამ სივრციდან. მე მაინც ჩაწერას ვემხრობი.”– ასე ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტთან ინტერვიუს, რომელიც ინგა გრიგოლიამ ჩაწერა, რა დროსაც წამყვანმა იკითხა, თუ რატომ არ მიდის ის სტუდიაში და რატომ ხდება ინტერვიუს ჩაწერა.

“სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, განსაკუთრებით, პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანია არა ფორმა, არამედ შინაარსი – რამდენად ითვალისწინებს ჟურნალისტი საზოგადოების ინტერესებს კითხვების დასმის დროს და რამდენად ადეკვატურად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით პასუხობს რესპონდენტი.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.