ირაკლი ღარიბაშვილს მინდა მივმართო

ირაკლი ღარიბაშვილს მინდა მივმართო

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა “საერთო გაზეთი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არ პირებს ქაერთული ოცნების დატოვებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ამავე ინტერვიუში მან ღარიბაშვილს მიმართა და რჩევა მისცა.

“არსად წასვლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. მინდა მას მივმართო: ბატონო ირაკლი, ძალიან მეიმედები, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ. ისეთი ხალხი დაიყენეთ გვერდით, თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლობას რომ აიღებს, ისეთი ხალხი შეარჩიეთ, მოსმენა რომ შეუძლია, წესიერი ბიოგრაფია რომ ექნება. მე ერთი დღით თქვენზე უფროსი ვარ. ბევრი ვისწავლე თქვენგან და მოკრძალებულად გეტყვით: ცუდი ხმები მოაქვთ თქვენთან ვიღაც-ვიღაცებზე. ნუ დაუჯერებთ. თავად შეამოწმეთ. ავტორიტეტები გაუშვით ხალხში და ვინმე გააყოლეთ, თვითონ რომ არ იცოდეს, ისე. ხალხი როგორც დაელაპარაკება, ისეთი”– განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.