ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს, ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია

ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს, ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია

თინა ბოკუჩავას ილუზიებზე არ ვაკეთებ კომენტარს. ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას ბრალდებას, რომლის მიხედვით იუსტიციის მინისტრი ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს გახმაურებულ საქმეებზე, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, არ აპირებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს უპასუხოს.

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.