“როდიდან დაიწყო ირმა ნადირაშვილმა ივანიშვილზე ასე დარდი…”

“როდიდან დაიწყო ირმა ნადირაშვილმა ივანიშვილზე ასე დარდი…”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, მის გადადგომასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის კონკრეტულ კითხვას უპასუხა:

იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ თუ მისი პოზიცია არ იქნებოდა გაზიარებული, ის თანამდებობას დატოვებდა. წულუკიანი დღესაც ფიქრობს, რომ მისი პოზიცია სწორი იყო. თუმცა, იუსტიციის მინისტრი კიდევ არ ასახელებს, რას შეეხებოდა საკითხი.

“ქალბატონმა ირმამ (ნადირაშვილმა) თქვა, ივანიშვილს რატომ მოუწყვე შანტაჟიო, როდიდან დაიწყო ქალბატონმა ირმამ ივანიშვილზე ასე დარდი, მე არ ვიცი, მაგრამ ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება უფრო სერიოზულად – მე ბევრჯერ ავხსენი, რომ პოზიცია, რაც მქონდა, არ ვიცი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა ადამიანებისთვის სწორი პოზიცია იყო თუ არა, ამიტომ მე ეს პოზიცია გავხადე სამსჯელოდ და ვთქვი, რომ თუ ამ პოზიციას ვერ გაიზიარებთ, მოდით, სხვამ შეასრულოს ეს უფლებამოსილებები და ნებისმიერი ადგილიდან მე კვლავ დავრჩები ქართული ოცნების გუნდის წევრი და ნებისმიერ პოზიციაზე მათი დამხმარე და გულშემატკივარი

თუ რას ეხებოდა ეს საკითხი, მაპატიეთ, და არ ვთვლი საჭიროდ ამაზე საუბარს, იმიტომ ეს არ არის მე ის თემა, რომელიც პარლამენტს ეხება და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც რაიმე ტიპის საზოგადოებრივი ინტერესს ეხება.

შეიძლება ჩემი შეცდომა ისაა, რომ მედიასთან არ ვიტყუები, დაიჯერეთ, ნუ დაიჯერებთ – ეს ასეა. ბევრჯერ იყო მითქმა-მოთქმა – უშვებენ, გადადგება, გადადექი… მუდმივად ვამბობდი, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და როდესაც მართლა იყო საუბარი და მკითხეს, დავადასტურე, რომ იყო საუბარი მეთქი.ალბათ ჯობდა, არ დამედასტურებინა, ” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.