შეძახილების შემდეგ “ნაციონალებს” მაინც ნუ ჩაუპაჭუნებთ ხოლმე თვალებს

შეძახილების შემდეგ “ნაციონალებს” მაინც ნუ ჩაუპაჭუნებთ ხოლმე თვალებს

“ქალბატონო ადა, შეძახილების შემდეგ “ნაციონალებს” მაინც ნუ ჩაუპაჭუნებთ ხოლმე თვალებს, ქალბატონო ადა. ბატონ რომანს და ბატონ ნიკას რომ ჩაუპაჭუნეთ… წარმატებას გისურვებთ “ნაციონალებთან” გაერთიანებაში, რაც დააანონსეთ ” –  ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, ადა მარშანიანს, რომელიც “საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე ანრი ოხანაშვილის გამოსვლას ადგილიდან აპროტესტებდა.