“მიაჭირა და… მიაჭირა და მიაჭირა!” – ასჯერ დაფიქრდი, ისე მიაჭირეო!”

“მიაჭირა და… მიაჭირა და მიაჭირა!” – ასჯერ დაფიქრდი, ისე მიაჭირეო!”

გუშინ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე პირველი კენჭისყრისას ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი  67-მა დეპუტატმა დაუჭრა, როცა 76 იყო საჭირო. მოწინააღმდეგეთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ, რომელთაც მოგვიანებით განმარტება გააკეთეს და აღნიშნული ტექნიკური ხარვეზით ახსნეს. იმავე დღესვე ხელახალი კენჭისყრა დანიშნა

განმეორებით კენჭისყრას ზვიად კვაჭანტირაძე აღარ დაელოდა და თანამდებობა თავად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კვაჭანტირაძემ უმრავლესობა 27 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, სასამართლოს თემა „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“ გახდა, რამაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.

აღნიშნულს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე სატირული პოსტით გამოეხმაურა:

“იმან რაღაცას მიაჭირა და “ფეისბუქი” გათიშა, ამან რაღაცას მიაჭირა და კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, იმან კიდევ მიაჭირა და . . . მიაჭირა და მიაჭირა!

– ასჯერ დაფიქრდი, ისე მიაჭირეო! – ღაღადებს ძველი შუმერული ანდაზა

ღმერთო შენ გვიშველე იმათ, ვინც სწორად მიჭერა ვიცით“, – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.