სახელად – “თეა” ვუწოდოთ

სახელად – “თეა” ვუწოდოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა  რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით იხუმრა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იუსტიციის სამინისტროს სახელის შეცვლაზე, რომელსაც უნდა ეწოდოს  – “თეა”.

“ყაზახეთმა გადაარქვა თავისი სახელი ქალაქ ასტანას და უწოდა ნურსულთანი გამომდინარე იქედან, რომ ის ადამიანი 30 წელი უმწიკვლოდ ემსახურა თავის სამშობლოს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავბრუდამხვევი წარმატებებისა. იქნებ, იმსჯელოოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ – თეა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის ხუმრობამ პარლამენტართა ნაწილი გაახალისა.