31 წლის მამაკაცი 2 წლის ბავშვს დააჯდა და მოკლა

31 წლის მამაკაცი 2 წლის ბავშვს დააჯდა და მოკლა

31 წლის ლარი მერფის 2 წლის ბავშვის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. გამოძიების თანახმად, იგი თავის პარტნიორ ქალთან და მის ვაჟიშვილთან ერთად სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა, როდესაც 2 წლის ბავშვმა მერფის მობილური ტელეფონი წაართვა და თამაში დაიწყო.

პარტნიორი ქალის ვაჟიშვილის საქციელით გაბრაზებულმა მამაკაცმა, ბავშვს ტელეფონი ძალით წაართვა და დასჯის მიზნით, 2 წლის ბიჭუნას ზემოდან დააჯდა.

აიოვას შტატის პოლიციის ინფორმაციით, ამის შემდეგ, მერფიმ დროებით ნომერი დატოვა, უკან დაბრუნებულს კი ბავშვი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

2 წლის ბიჭუნა, სახელად ოკლანდ ობურუ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

31 წლის ლარი მერფის ბავშვის განზრახ მკვლელობა და მისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდება ედება ბრალად. იგი ამჟამად პატიმრობაშია. სასამართლო თავდების სახით 1 მილიონ დოლარს ითხოვს.