"აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თავი ტელეფონში გაქვთ ჩარგული, ამორგეთ ეს თავი"

აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს" წევრს, გიგა ბოკერიას.

„მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ, ეჭვი გაქვთ ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვისაც ალბათ სასიცოცხლო დავაზე, აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ.