ვინ არის 27 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ინტერპოლი ტერორიზმის ბრალდებით ეძებს?

ვინ არის 27 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ინტერპოლი ტერორიზმის ბრალდებით ეძებს?

ინტერპოლი მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის ბრალდებით ასეულობით მოქალაქეს ეძებს, მათ შორის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიაშია წარმოშობით ქართველი ქსენია ფოცხვერაშვილი.

ირკვევა, რომ მას საქართველოსთან ამჟამად მხოლოდ წარმომავლობა აკავშირებს. მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში წლების წინ დასახლდა.

2015 წელს ქსენია ფოცხვერაშვილი სირიაში გაემგზავრა და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლ ინგუშ ჯიჰადისტზე, ზაურბეკ კოტიევზე დაქორწინდა.ისინი სირიაში 2014 წლის აგვისტოში საქართველო-თურქეთის გავლით მოხვდნენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქსენია ფოცხვერაშვილი კიდევ სამ ქალთან ერთად ბოლოს 2018 წელს ჰასაკას პროვინციაში დააფიქსირეს.