„თავი არ მოვიჭრათ მთელ დუნიაზე

„თავი არ მოვიჭრათ მთელ დუნიაზე"

„თავი არ მოვიჭრათ მთელ დუნიაზე" - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრამდე:

"უნდა მივიღოთ მაქსიმალურად კარგი ვარიანტი, რათა მოსახლეობა არ მოგვადგეს ამ შენობასთან. ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს აქ, თქვენ თვალწინ, თავის აზრს და თავის პოზიციას ძალიან აგრესიულად და ხმამაღლა დააფიქსირებს. აქამდე მიგვყავს ჩვენ ეს საქმე.

...ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე? ეს რა ზე თვისებების მქონე აღმოჩნდა, თუ უვარგის და ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თუ ეს ერთობლივია? თურმე რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის. კლანი ჰქვია ამას თუ ბანდა, თუ მაფია, რა მნიშვნელობა აქვს, პლიუს ამას დამატებული უვარგისი ხელისუფლება და მივიღეთ ბასტიონი წინააღმდეგობისა, პირდაპირ ბასტიონი. ხომ არ შევთავაზოთ ბატონებო ამ ადამიანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში? ეს რა ზე უნარ-ჩვეევებით არის თურმე დაჯილდოვებული. რა ხდება ჩვენს თავს? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე, პარლამენტის წევრებო, ამას გეუბნებით, ძვირფასო კოლეგებო. პარლამენტის წევრები ვართ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ", - განაცხადა ადა მარშანიამ.