„დავით სოკოლოვს შევთავაზეთ ფართი დასრულებულ კორპუსში, რაც დაცინვად მიიღო“

„დავით სოკოლოვს შევთავაზეთ ფართი დასრულებულ კორპუსში, რაც დაცინვად მიიღო“

„ბატონ დავით სოკოლოვს ჩვენ მის დაუსრულებელ კორპუსში არსებული ფართის დასრულებულ კორპუსში მონაცვლეობა შევთავაზეთ სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ფართის შეფასებული ღირებულების გათვალისწინებით," - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ბატონ დავით სოკოლოვს ჩვენ შევთავაზეთ მას დაუსრულებელ კორპუსში არსებული მისი კუთვნილი ფართის დასრულებულ კორპუსში მონაცვლეობა, რაც ბატონ დავითს არ მოეწონა. მას არ მოეწონა ექსპერტის მიერ შეფასებული ღირებულება და, რატომღაც, ეს დაცინვად მიიღო. ეს შეფასება არ გაუკეთებია თბილისის მერიას, გააკეთა ექსპერტიზის ბიურომ, როგორც მისი ფართის, ასევე იმ ფართის, რომელიც ჩვენ მას უნდა გადავცეთ. მუნიციპალიტეტი მონაცვლეობას ახორციელებს ყოველთვის ერთი პრინციპით - ეს არის თანხობრივი ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა. რა ბინაც უნდა მიეღო შესაბამისი ფართით მის დაუსრულებელ მშენებლობაში, რომელიც 15 წლის განმავლობაში გაჩერებულია, იგივე ფართი უნდა გადაგვეცა ჩვენ უკვე დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ ფართში. ბატონ დავითს სხვა მოლოდინები აღმოაჩნდა, რაც ჩემთვისაც გასაკვირი და საწყენია. თუ მას დიალოგის გაგრძელების სურვილი ექნება, მე ამისთვის მზად ვარ, ისევე როგორც ქონების მართვის სამსახური. ჩვენი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი გადაგვეწყვიტა", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.