ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის უმწვავესი “რეაქცია” ზურაბიშვილ-გრიგოლიას ინტერვიუზე

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის უმწვავესი “რეაქცია” ზურაბიშვილ-გრიგოლიას ინტერვიუზე

ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე ხელოვნებისა და კულტურის დარგში, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი, ჟურნალისტი, მაია იორელი -სასწრაფოშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ინგა გრიგოლიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

მან ჟურანლისტური ეთიკის სტანდარტებზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მიუთითა და მკაცრად გააკრიტიკა ჟურნალისტის დამოკიდებულება რესპონდენტისადმი.

"არ ვიცი კარგი პრეზიდენტი გვყავს თუ ცუდი, არ ვიცი ჩვენი ქვეყნისთვის რა სასიკეთო კურსს აიღებს პრეზიდენტი, რას გვავნებს და რას გვარგებს,მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში გაქრა ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა, პროფესიონალიზმი, ქცევის ეტიკეტი და ა.შ. ოდითგანვე მისაღები და პატივსაცემი იყო თუნდაც წაგებული, მაგრამ ღირსეული ადამიანი. ადამიანი, რომელიც ღირსებით ეპყრობოდა მოწინააღმდეგეს თუნდაც ბრძოლაში! სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი ამ ინტერვიუს და მინდა გითხრათ საშინლად გამაღიზიანა ამ მიკერძოებული ჟურნალისტის უტიფარმა და სუბიექტურმა დამოკიდებულებამ მის მოსაუბრესთან, ანუ თანამად შემიძლია ვთქვა - მის მოწინააღმედეგესთან - ქვეყნის პრეზიდენტთან. ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ეს ჩემი, როგორც ერთი რიგითი პიროვნების სუბიექტური შეხედულებაა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტი არღვევს პროტოკოლსა და პრეზიდენტის უფლებებს. ასევე მკვეთრად ჩანს, რომ როგორც ჟურნალისტი, იგი პროფესიონალიზმის უკმარისობას განიცდის. ამ შემთხვევაში იგი "საჩხუბრად" უფრო არის მისული, ვიდრე სასაუბროდ. პროტოკოლი, პროტოკოლია ასეთი. გასაგებია პასუხი?! - მას (პრეზიდენტს) აქვს უფლება დაარღვიოს ეს პროტოკოლი მხოლოდ მისი კეთილი ნებაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება მოვთხოვოთ მას ეს ქმედება. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა რომ ეს უფლება გამოიყენოს.

მახსოვს რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის პრეზიდენტს "ქვეშაფსიას "ეძახდნენ. მაშინაც საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა და სოციალურ ქსელშიც გამოვხატე ჩემი აზრი. -

არ შეიძლება ამ ფორმით ურთიერთობა. დანარჩენი ცალკე გავარკვიოთ ვინ? როგორ? - გამოგვადგება. საკუთარ თავს და ერთმანეთს პატივი ვცეთ, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტს!

ამ შემთხვევაში სულაც არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფრთას მივეკუთვნები მე. ოპოზოცია ვარ თუ პოზიცია, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ. გამაღიზიანა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ამ ფორმით "დაკითხვამ" .

სავარაუდოდ ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ამ სახის საუბრით რეიტინგს აიმაღლებდა. ვფიქრობ, მწარედ შეცდა. სამწუხაროდ, მას დღემდე ვთვლიდი ჭკვიან და დიპლომატ ჟურნალისტად . არსებობს უფრო დიპლომატიური "დაკითხვის" ფორმები და ეს განსაზღვრავს ჟურნალისტის პროფესიონალიზმსა და რანგს, რადგან აქ ნათლად ჩანს მისი სუბიექტური დამოკიდებულება ინტერვიუერთან.

პროფესიონალი ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი. სამწუხაროდ ქვეყანაში პროფესიონალიზმის დეფიციტია. ეს ასეა! ბასტა!" - წერს მაია სასწრაფოშვილი სოციალურ ქსელში .

 

 

Maverick ვეთანხმები იორელს!
დროა ჭურნალისტი ინგა გრიღორია შევიდეს ბუტკაში...
5 წლის უკან
გამი გრიგოლია "კრახაბორი" გოიმი და ქაჯი... თვალებს კი ატრიალებდა გიჟივით.... მაგის მანერები მო.... ტ! /უკაცრავად/
5 წლის უკან
სოციალისტი პოლიტიკურო მოღვაწეებო ვისაც თავმოყვარეობის ნატამალი შეგრჩენიათ გარიყეთ ეს აშაღლარა გრიგოლია, ნურც მის მოღრიალე შოუზე დადიხართ და ნურც ინტერვიუს მისცემთ! ბიჯოს, ეს ვინ ყოფილა, ეს შემზარავი?!
5 წლის უკან