თბილისს ახალი 3D რუკა ექნება

თბილისს ახალი 3D რუკა ექნება

თბილისს მალე ახალი 3D რუკა ექნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობიხ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ამ პროექტის განხორციელებაზე მერიას ინტერესთა გამოხატვა ჰქონდა გამოცხადებული და პირველი მარტიდან კომპანია მუშაობას უკვე შეუდგა. კალაძის თქმით, მუშაობა სავარაუდოდ ივლისში დასრულდება.

"ამ მონაცემებს გამოიყენებს თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახური თავის შიდა საქმიანობაში. Google-ის რუკისგან განსხვავებით 3D რუკა მოგვცემს შესაძლებლობას გაიზომოს სხვადასხვა პარამეტრი. გარდა იმისა რომ არქიტექტურის სამსახური, ურბანული სამსახური, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის სამსახურები, მუნიციპალური ინსპექციას, მიწის აღიარების კომისიას და რაიონულ გამგეობებს, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის ვებ-გვერდზე maps.gov.ge",- განაცხადა კალაძემ.