"ალბათ შეხვედრა არ იქნება ცრემლების გარეშე"

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს ქალაქ დუბაიში გაირკვევა. ფინალურ ათეულში მოხვედრილი ლანჩხუთელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროში მიემგზავრება. გამარჯვების შემთვევაში ლადოს საუკეთესო პედაგოგის ტიტულთან ერთად მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა.

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა. რაც შეეხება საპრიზო თანხას - თუ მილიონი მხოლოდ შენთვის გინდა, ცოტაა, მაგრამ თუ მას სხვებს მოახმარ, მაშინ ძალიან დიდი ფულია. ვინაიდან, მილიონით უამრავი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება, ის ჩემთვის არ მინდა. მაგრამ ახლა ამაზე მეტად, იმ მომენტზე ვფიქრობ, როდესაც ეს ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება და სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან დავბრუნდები." - აცხადებს "პრაიმტაიმთან" აფხაზავა.

მისი თქმით, დუბაიში ის მასტერკლასებს გამართავს. მანამდე კი კონკურენტების გაცნობა უკვე შეძლო.

„ფინალური ეტაპის 9-ვე მონაწილეს უკვე ვიცნობ სოციალური ქსელიდან. ალბათ, შეხვედრა არ იქნება მარტივი და ცრემლების გარეშე. ყველა მათგანი განათლებას ემსახურება და ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. გასულ წლებში, მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს. ერთ-ერთი გამარჯვებული კი რომის პაპმა დაასახელა. რა ფორმით გამოაცხადებენ წლევანდელ გამარჯვებულს, ეს ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება - ამბობს ლანჩხუთელი პედაგოგი.

სოციალისტი რა საგანს ასწავლის ბატონი აფხაზავა?
5 წლის უკან