ხაშურელი ელენე გოგალაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი ელენე გოგალაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი გოგონა ელენე გოგოლაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში, 100 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენეს წარმატების შესახებ ინფორმაცია ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის ფეისბკგვერდზე გამოქვეყნდა, სწორედ ამ სკოლაში სწავლობს ელენე.

„რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად?

ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? - დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ელენე გოგალაძეს! და აი, შედეგიც: ამ პატარა გოგომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია : ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) , რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%- ზე ნაკლებს.

ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან- ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია : სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს - აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ.

ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში.

ჩვენო საამაყო და საყვარელო გოგო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალშიც უდიდეს წარმატებებს! გვჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ოჯახს, სკოლას და ქალაქს!"

Maverick სასახელო და სასიხარულოა!
წარმატებებს გისურვებ!
5 წლის უკან