თამარ კინწურაშვილი თავისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ განმარტებას აკეთებს

თამარ კინწურაშვილი თავისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ განმარტებას აკეთებს

თამარ კინწურაშვილი თავისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ განმარტებას აკეთებს

„მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ შესახებ განმარტებას აკეთებს.

თამარ კინწურაშვილმა განმარტება სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია კვლევის ჩატარების მიზნებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე; იმაზე, რატომ მოხვდა ანგარიშში რუსული მედიების მონიტორინგთან ერთად საქართველოს პირველი არხი, და კვლევის ნაწილზე, სადაც საუბარია გადაცემაზე „42°პარალელი“.

„მოკლედ, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო კვლევაზე, რომელსაც საზმაუს ერთი გადაცემის ავტორების გულისწყრომის გამო, არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

მათ შორის იყო ვახუშტი მენაბდე, რომელიც სრულად რომ გაცნობოდა კვლევას, დარწმუნებული ვარ, კვლევის მეთოდოლოგიაში ეჭვს არ შეიტანდა.

  1. რატომ მოხვდა ერთ ანგარიშში რუსული მედიების მონიტორინგთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი? მონიტორინგი ჩატარდა ცალკე იმ მედიების გზავნილებზე, რომელთაც უმცირესობები თავიანთი ინფორმაციის წყაროებად ასახელებდნენ. ცალკე თავი დაეთმო, თუ რამდენად ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების, მათ შორის – უმცირესობების ინფორმირებას. ერთია, რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ მეორე, რა საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს ის მედია, რომელსაც კანონმდებლობით გარკვეული შინაარსობრივი ვალდებულებები აკისრია.
  2. კვლევის მეთოდოლოგიაში, რომელიც უცხოელმა ექსპერტმა შეიმუშავა, მოცემულია ტონების შეფასების კრიტერიუმები (იხ. ქვემოთ). სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდა გაშუქების ტონალობა და არა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო სიუჟეტის ავტორი. გარკვეულ თემებზე, მათ შორის საბერძნეთის კრიზისზე, „42 პარალელის“ გაშუქების ნეგატიური ტონალობა კვლევაში ახსნილია გადაცემის ავტორთა იდეოლოგიური შეხედულებებით და დამოკიდებულებებით ნეოლიბერალური ეკონომიკის მიმართ (ამ იდეოლოგიის ავკარგიანობის მიუხედავად). მაუწყებლობის ქცევის კოდექსი კიდევ გვეუბნება, რომ საავტორო გადაცემებიც უნდა ეფუძნებოდეს მოსაზრებათა ფართო სპექტრს, სწორედ იმისათვის, რომ აისახოს პოლიტიკური პროცესების შეფასების კომპლექსურობა და არა დასავლური მიდგომებისადმი კრიტიკული ხედვის შეზღუდვა. და როცა რესპონდენტები მხოლოდ პირადი იდეოლოგიური შეხედულებების მიხედვით, სელექციურადაა შერჩეული და დაკვირვების სუბიექტი მხოლოდ ნეგატიურად არის წარმოჩენილი, ნება მიეცით მონიტორებს, კვლევის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ტონი ნეგატიურად შეაფასონ, ნეიტრალურის ნაცვლად.
  3. კვლევის ერთადერთი პასაჟი, სადაც საუბარია „42 პარალელის“ სარედაქციო პოზიციის თანხვედრაზე, კრემლისტური აქტორების (პატრიოტები) და რუსეთის ხელისუფლების პოზიციასთან, სკრიპალების საქმის გაშუქება და ამ საქმის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციებია. შეგიძლიათ ნახოთ ბმული და თავად დარწმუნდეთ, რომ ამგვარ თანხვედრას რეალურად ჰქონდა ადგილი.

კვლევის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი მტკივნეული რეაქციის გამოწვევა. მისი მიზანია, ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესება და რეკომენდაციებიც სწორედ ამ მიზნით შემუშავდა. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც იგივე მიზანი ამოძრავებს, შეუძლია, პარტნიორად ჩაგვთვალოს ამ საქმეში, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც ჯერჯერობით ჯანსაღად ეკიდებიან კრიტიკას“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ კინწურაშვილი.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“. კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით, დისკუსია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

trampi დაგერხააათ ფისოებო???...უარესიც მოგივათ
იაფასიანი მეგრანტე --- აფერისტები11
რუსი მოდის რუსი მოდის...................................................................იზახეთ ეხლა . უფრო დიდ ჩიტს დაიწერთ
მგელ;ი მოდის მგელი მოდისო...... ზუსტად ისე მოგივათ
5 წლის უკან
trampi გვაბოლებთ და გვაბოლებთ.....
. იკადრეთ არააა, ზადნის მიცემა??...
თუ არ დავბოლდებით და რუსეთუმეაო .....
ჩვენ კი თქვენა ხართ, თქვენ, რუსეთუმეები, თქვენ...თქვენ ხართ პირველი ანტი დასავლელები,
ოღონ გრანტი აიღოთ და მთელი მსოფლიო ფეხებზე გკიდიათ.... რუსეთიც იაპონიაც და მოზამბიკიც...ამერიკა ხომ ვააააფშე ...... სულ სირზეც გკიდიათ
5 წლის უკან