ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის გამოჩენამ საზოგადოებას კითხვები გაუჩინა

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის გამოჩენამ საზოგადოებას კითხვები გაუჩინა

20 მარტს პაპარაცებმა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ვარსკვლავური წყვილი ერთად, ლანჩზე მიმავალი დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, 44 წლის მსახიობი და 33 წლის მოდელი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კვების ობიექტს ესტუმრა.

ბრედლიმ ამჯერადაც სპორტულ სამოსზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო ირინა არ ღალატობს საყვარელ ფერებს და ღია ტონალობაში გადაწყვეტილი კლასიკური სამოსით გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, წყვილის ამ გამოჩენასაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან სხადასხვაგვარი კომენტარი.

ფანები, რომლებიც ვერ ივიწყებენ გაგასა და კუპერს შორის ეკრანებზე დატრიალებულ რომანს, გავრცელებულმა ფოტოებმა დაარწმუნა, რომ წყვილს შორის უსიამოვნო დიალოგი მიმდინარეობდა, რაც კვლავაც იმ სასიყვარულო სამკუთხედს დაუკავშირეს, რომელზეც უკვე კვირებია ყველა საუბრობს.

ცოტა ხნის წინ, თავად ბრედლიმ და გაგამაც აღიარეს, რომ ცეცხლოვანი პერფორმანსები და თითოეული ემოციური მომენტი, რომლითაც მათ დაგვამახსოვრეს თავი A Star is Born-ის პიარისთვის წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ გამორიცხავს მათ შორის არსებულ გარკვეულ სიმპატიებს.