რეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

რეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ცნობილი რეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ის საავადამყოფოში 16 მარტს გადაიყვანეს და რეანიმაციაში იყო.

ხუციევი 1925 წელს თბილისში დაიბადა. მისი ნამდვილი გვარი ხუციშვილია.

რეჟისორმა ისეთი ფილმები გადაიღო, როგორებიცაა „გაზაფხული ზარეჩნაის ქუჩაზე", „2 თედორე“, „ივლისის წვიმა“, „ბოლოსიტყვაობა“ და „უსასრულობა“.