თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Washington Post-ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი იყო.
ყველაზე მეტად რყევები დენიზლის პროვინციის ქალაქ აჩიპაიამში იგრძნეს. მიწისძვრას ორი განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა. ქალაქის მერის განცხადებით, შემთხვევამ რამდენიმე სახლი დაანგრია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ქვეყნის ისტორიაში ბოლო პერიოდის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1999 წელს მოხდა. ტრაგედიამ 17 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.