ყაზახეთის პარლამენტის წევრმა კუანიშ სულთანოვმა, პარლამენტს, დედაქალაქის სახელწოდებაში ნურსულთან ნაზარბაევის სახელის ასახვის ინიციატივით მიმართა. Tengrinews-ის ინფორმაციით დეპუტატს მიაჩნია, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში პირველი პრეზიდენტის წვლილი უდიდესია, ამიტომ მას პატივი ამ ფორმით უნდა მიაგონ. მისივე თქმით, პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ღირებულებებისადმი ერთგულება და მისი შთამომავლობისთვის გადაცემაა. სულთანოვის წინადადებას მხარი კიდევ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.
ასტანისთვის სახელის გადარქმევის იდეა 2013 წელსაც გაჩნდა. მაშინ დედაქალაქისთვის ნურსულთანის დარქმევა სურდათ. 2009 წელს ყაზახეთში აზერბაიჯანის ელჩის იდეის თანახმად ასტანას სულთან-ატუ უნდა დარქმეოდა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქსმა“ გაავრცელა. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. 2019 წლის ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდება.