ნიკოლოზ მეტრეველი: მსგავსი გადაცემები ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ ჯანსაღ განვითარებას! (ვიდეო)

ნიკოლოზ მეტრეველი: მსგავსი გადაცემები ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ ჯანსაღ განვითარებას! (ვიდეო)

ვფიქრობ, აუცილებლად საყურებელი გადაცემა გააკეთა გუშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა არგუმენტირებული პასუხი.

სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევებში საქმე გვაქვს მასიურ მიზანმიმართულ სისტემურ დეზინფორმაციასთან. საუაბრია, კონკრეტულ დაჯგუფებებზე, რომლებიც ცდილობენ ბინძური მეთოდებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე. არ ვასახელებ ზემოთ აღნიშნულ აქტორებს, რადგან გადაცემის ყურების შემდგომ მაყურებელი მარტივიდ გაიგებს სიმართლეს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.

მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკურ გუნდს. მსგავსი გადაცემები ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ ჯანსაღ განვითარებას! - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მეტრეველი.