ანრი ოხანაშვილი გაერკვა პარლამენტის ლაბირინთებში? - პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ

ანრი ოხანაშვილი გაერკვა პარლამენტის ლაბირინთებში? - პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ

ანრი ოხანაშვილმა საერთოდ იცის, რა არის მომსახურების ზონა, გაერკვა პარლამენტის ლაბირინთებში და ზოგადად პოლიტიკაში? - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ „ეკა ბესელია მომსახურების ზონიდან გამოვიდა“.

„პატარა კაცუნებზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ოთახი ჰგონია.

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.