პრემიერი დეპუტატებს უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის უახლოეს სხდომაზე კენჭისყრის შესახებ მიმართავს

პრემიერი დეპუტატებს უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის უახლოეს სხდომაზე კენჭისყრის შესახებ მიმართავს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირების თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შესახებ.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი, თუმცა პროექტი ჩავარდა. ამის მიზეზად უმრავლესობა იმ გარემოებას ასახელებს, რომ მანამდე კენჭისყრაზე ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება გავიდა და დეპუტატების უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივაც ჩავარდა. შესაბამისად, ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე ხელახლა ეყრება კენჭი