"ვაგროვებ ყველანაირ ინფორმაციას ყასაბ ნუკრი ბაღაშვილზე"

გურჯაანელი ექიმის წინააღმდეგ პაციენტს ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი შეაქვს. ხვიჩა სამადაშვილი ნუკრი ბაღაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. სამადაშვილის თქმით, ექიმი კლინიკაში მყოფ პაციენტებს აიძულებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მისთვის სასარგებლო ჩვენება მისცენ, სანაცვლოდ კი უფასო მკურნალობას ჰპირდება.

"იყო შემოთავაზებები, რომ თუკი თქვენ იტყვით, რომ ხვიჩამ დაამტვრია ეს კარები, ამ შემთხვევაში თქვენ უფასოდ გიმკურნალებთ და მოგაგცევთ ყურადღებას. ვაგროვებ ყველანაირ ინფორმაციას ყასაბ ნუკრი ბაღაშვილზე, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა და გადავცე ჯანდაცვის სამინისტროს, რათა უფლებამოსილება შეუჩერდეს ყასაბ ნუკრი ბაღაშვილს“, - განაცხადა ხვიჩა სამადაშვილმა.

თავად ნუკრი ბაღაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და ჟურნალისტებს ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ეს ჭორიკნობა და სისულელეების ლაპარაკს მორჩით, რეალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეთ. ხვიჩამ იმდენი რამე თქვა და სისულელე ჩაიდინა, ჯერ კიდევ ამატებს", - განაცხადა ნუკრი ბაღაშვილმა.