"უსაქმობა კარგა ხანია გრძელდება... ზვიადმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ იმუშაოს"

ზვიადმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ იმუშაოს - გია ვოლსკიმ ყოფილი თანაგუნდელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გააკრიტიკა.

ვოლსკი ამბობს, რომ კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს არ მუშაობდა.

„მეგონა, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობიდანაც წავიდა, თან თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, უსაქმობა უფრო მეტად, რომელიც კარგა ხანია, გრძელდება, მე ვფიქრობ, რაღაც ეს დროც უნდა დავუკავშიროთ ამ თემას. თვითონ ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა იმ პერიოდს, ეტყობა, რაზეც ჩვენ არ მიგიქცევია ყურადღება, როდესაც ზვიადმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ იმუშაოს და ახლა ეს ხმამაღალი განცხადებები, განათლებული კაცია, არ შეეშლება," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.